Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამუშაო შეხვედრა ნიცის სააპელაციო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტთან

იურიდიული ფაკულტეტისა და ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის მოწვევით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, 2025 წლის, 28 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ნიცის სააპელაციო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი ფატმა კოსადია.

 

ქ-ნი ფატმა გამართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ბავშვებისთვის“ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდა მკვლევარებთან და სტუდენტებთან. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები.

 

შეხვედრა გაიმართება თსუ, მეორე აკადემიური კორპუსის ოთახი 119, 16:00 საათზე

 

 

 

თარიღი: 26/02/2025